ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოში გამართულ ბოლო არჩევნებზე დემოკრატიული უფლება დაირღვა – ოდირის დასკვნების გათვალისწინება და რეკომენდაციების შესრულება უნდა მოხდეს

ოდირის დასკვნების გათვალისწინება და რეკომენდაციების შესრულება უნდა მოხდეს, – ასე ეხმაურება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო ს შესახებ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას.
„შურისძიების შიშის გარეშე არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. საქართველოში გამართულ ბოლო არჩევნებზე აღნიშნული დემოკრატიული უფლება დაირღვა. ოდირის დასკვნების გათვალისწინება და რეკომენდაციების შესრულება უნდა მოხდეს“, – წერს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – საძინებლებში უძვრებიან ადამიანებს და არ იცოდნენ, რომ საგუშაგოებს აწყობდნენ? – გახარია ადგა, ტრაქტორზე დაჯდა, გზა გაიყვანა და ააგო საგუშაგო, სუს-ს და ბახტაძეს კი ეძინათ? – ქვეყნის პრემიერი იყო, გამოვიდეს და ილაპარაკოს