ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – პოზიტიურად ვართ განწყობილი საქართველოს მიერ ბევრი რეფორმის კუთხით მიღწეული პროგრესის ნიშნების მიმართ

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის განცხადებით, ფინეთი ევროკავშირის გაფართოების პროცესის მიმართ ერთგულია და რომ პოზიტიურად არის განწყობილი საქართველოს მიერ ბევრი რეფორმის კუთხით მიღწეული პროგრესის მიმართ.
კითხვაზე, დაუჭერს თუ არა ფინეთი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ელინა ვალტონენმა უპასუხა: „მქონდა კარგი განხილვა ქართულ მხარესთან და პოზიტიურად ვართ განწყობილი ბევრი რეფორმის კუთხით მიღწეული პროგრესის ნიშნების მიმართ.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიპოვით კარგ პასუხს საქართველოსთვის“, – განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ