ფინეთის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

ალექსანდრ სტუბი კიევში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა ავრცელებს.
ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს ს რკინიგზის სადგურზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ანდრეი ერმაკთან ერთად დახვდა.
„პრეზიდენტი სტუბი პრეზიდენტ ზელენსკისთან მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს გამართავს ევროპის უსაფრთხოებისა და ინტეგრაციის, რუსეთზე ტრანსატლანტიკური ზეწოლისა და ხანგრძლივი მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.
ანდრეი სიბიგამ აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართ ფინეთისა და ალექსანდრ სტუბის მხარდაჭერისთვის მადლიერია.