ფინეთის პრეზიდენტი – თავშესაფრის მაძიებლების უკან დაბრუნება შეუძლებელია

თავშესაფრის მაძიებლების უკან დაბრუნება შეუძლებელია , – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, მ განაცხადა.
„მიგრანტების დეპორტაცია, რომლებიც თავშესაფრის მიღების კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ, შეუძლებელი გახდა, ამიტომ საზღვარზე შესვლა ნიშნავს იმას, რომ თუ სურვილი გაქვს შეგიძლია იმ ქვეყანაში დარჩე“, – განაცხადა ნიინისტომ.
პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ფინეთის პრეზიდენტმა ევროკავშირს ევროპის მასშტაბით საერთო პოლიტიკის დადგენისკენ მოუწოდა.
„შეუძლებელია, ის რომ თითოეული ქვეყანა მხოლოდ თვითონ ცდილობდეს ისეთ სიტუაციაზე ზრუნვას, რომლის მსგავსიც შეიძლება მეზობელ ქვეყანაში მაშინვე წარმოიქმნას“, – აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადის შეჩერების მიზნით, ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე ოთხი გამშვები პუნქტი დახურა.

ასევე დაგაინტერესებთ