ფინეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების ამკრძალავი კონვენციიდან გასვლას. მიზეზი რუსეთიდან მომავალი საფრთხეა

ფინეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა გასვლას ოტავის კონვენციიდან, რომელიც კრძალავს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას. მიზეზად მეზობელი ს მიერ შექმნილ სამხედრო საფრთხეს ასახელებენ.
ფინეთი შეუერთდა რუსეთის მოსაზღვრე ევროკავშირისა და ნატოს სხვა წევრებს – ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთსა და პოლონეთს, – რომლებმაც ხელშეკრულება ასევე დატოვეს ან გეგმავენ მის დატოვებას.
პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა, რომელიც ხელმძღვანელობს ფინეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, დაიცვა ეს ნაბიჯი და თქვა: „რეალობა საბოლოო ჯამში ის არის, რომ მეზობელ ქვეყნად გვყავს აგრესიული, იმპერიალისტური სახელმწიფო, სახელად რუსეთი, რომელიც თავად არ არის ოტავის ხელშეკრულების წევრი და რომელიც თავად იყენებს ნაღმებს დაუნდობლად“, – თქვა მან.
რუსეთმა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები ში შეჭრისას გამოიყენა.
ნატოს წევრი ფინეთი, რომელიც რუსეთთან 1340 კმ სიგრძის საზღვარს იზიარებს, ნაღმების მარაგის შექმნას შეძლებს კონვენციის სხვა წევრებისთვის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციისთვის ხელშეკრულების გასვლის შესახებ ოფიციალურად ცნობიდან ექვსი თვის შემდეგ.
ორშაბათს, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მოუწოდა ყველა სახელმწიფოს, დაიცვან არსებული ხელშეკრულებები და დაუყოვნებლივ შეაჩერონ მათი გასვლისკენ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯი.
გუტერეშის შეშფოთების საპასუხოდ, ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა განაცხადა, რომ ხელშეკრულების დატოვების მიზანი მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაა. „ჩვენი პრიორიტეტი რუსული საფრთხისგან დაცვაა“, – თქვა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – მესმის, წინა არჩევნებზე კარგი შედეგი იყო დიდ ქალაქებში, მაგრამ გაქანებული რეპრესიები არ იყო და არც ასე აშვებული იყო გადაწყვეტილების მიმღები ხალხი – ასეთი ოპერირების მოდელი აირჩიეს და სტრატეგიაც შესაბამისად უნდა დაგეგმო