ფინეთის თავდაცვის მინისტრი – რუსეთს სინამდვილეში მშვიდობა არ სურს, ის დროს აჭიანურებს

ფინეთის თავდაცვის მინისტრის, ანტი ჰაკანენის თქმით, რუსეთს არ სურს მშვიდობა და დროის გაჭიანურებას აგრძელებს.
„როგორც ჩანს, რუსეთს სინამდვილეში მშვიდობა არ სურს“, – განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა.
ჰაკანენის თქმით, ყველა ნიშანი და დაზვერვის ყველა მონაცემი მიუთითებს, რომ თავისი საომარი მანქანის შენელებას არ აპირებს.
დროს აჭიანურებს და თვლის, რომ ამ გზით ის უფრო მტკიცე იქნება, ვიდრე დასავლური დემოკრატია“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ზუსტად განისაზღვროს, თუ რას გულისხმობენ, რადგან ბუნდოვანი დაპირებების მიცემას აზრი არ აქვს.
ფინეთის თავდაცვის მინისტრის მტკიცებით, აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ მშვიდობის დამყარების შემდეგ უკრაინას ძლიერი პოზიცია ჰქონდეს და ნატო-ს საზღვრები არ იყოს ისეთი სიტუაციის წინაშე, რამაც შეიძლება რუსეთის მხრიდან ქმედებების პროვოცირება გამოწვიოს.

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – 22 მარტს მთავარი წირვა, სავარაუდოდ, სამებაში შესრულდება, ასევე წესის აგებაც და ამის შემდეგ მოხდება უწმინდესის სიონის საპატრიარქო ტაძარში გადასვენება და დაკრძალვა

ირაკლი კაკაბაძე: პირადად ჩემთვის რთულია ობიექტურობა დავიჩემო საქართველოს აწ გარდაცვლილი კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის მიმართ. მე პირადად, პრაქტიკულად ბავშვობიდან უამრავი კარგი რამ მახსოვს მისგან, როგორც პიროვნებისგან