ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის TEN-T-ს 2023 წლის გადამუშავებული რეგლამენტი, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, 2040 წლამდე საკუთარი სარკინიგზო ქსელის ერთიან ევროპულ სტანდარტზე გადაყვანას ავალდებულებს, – ამის შესახებ ანალიტიკას “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი” ავრცელებს.
ევროკავშირის ახალი სატრანსპორტო რეგლამენტის საფუძველზე, ფინეთის მთავრობამ „მწვანე შუქი“ აუნთო, საკუთარ ტერიტორიაზე ევროპული 1435 მმ-იანი ლიანდის სარკინიგზო ქსელისათვის წინასაპროექტო ეკონომიკური კვლევების დაწყებას.
TCRC-ში აღნიშნავენ, რომ ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელების TEN-T ს გადამუშავებული რეგლამენტის მოთხოვნების ქვეშ, ფინეთის მთავრობის მისწრაფება, ნორვეგიიდან შვედეთის ტერიტორიის გავლით ევროპული ლიანდით ფინეთის ცენტრალურ ნაწილში NATO ს ჯარების დაუბრკოლებლივი გადასროლა და სამხედრო მომარაგება იმალება.
„ფინეთის გადაწყვეტილება ფართო 1524 მმ ლიანდიდან ევროპულ 1435 მმ იან სტანდარტზე ეტაპობრივად გადასვლის შესახებ, მთელ რიგ სტრატეგიულ, ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებული.
NATO ს წევრ უმეტეს ქვეყნებში ლიანდის სიგანე 1435 მმ ია, მას “სტანდარტული”/SG ეწოდება, ესტონეთში, ლიტვაში, ლატვიასა და ფინეთში – “რუსული” 1520 ან 1524 მმ ია, ირლანდიაში – 1600 მმ, ესპანეთსა და პორტუგალიაში – 1668 მმ ე.წ. “იბერიული” ლიანდია.
ცნობისათვის, ფინეთში 1524 მმ ლიანდის სიგანე, რუსეთთან ისტორიული კავშირით აიხსნება. მე – 19 საუკუნეში, როდესაც ფინეთში პირველი სარკინიგზო ხაზი 1862 წელს გაიხსნა, ქვეყანა დიდი საჰერცოგოს სახით რუსეთის იმპერიის ნაწილს წარმოადგენდა. ამიტომ იმ პერიოდში, ლოგიკური იყო იგივე სიგანის ლიანდის გამოყენება, რაც რუსეთის სტანდარტს შეესაბამებოდა.
1917 წელს ფინეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქვეყანამ შეინარჩუნა რუსეთის და მოგვიანებით სსრკ თან სატრანსპორტო სისტემასთან თავსებადობის სტანდარტი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის აღმოსავლეთიდან უზარმაზარი სატრანზიტო პოტენციალის ასათვისებლად.
ფინეთის NATO გაერთიანების შემდგომ, მიმდინარე წლის აპრილში ქვეყნის მთავრობამ მზადყოფნა გამოთქვა, რკინიგზის წინასწარი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შესახებ, რომელიც ფინეთის მეზობელ შვედეთთან 1435 მმ ლიანდით დაკავშირდებას ითვალისწინებს.
ფინეთის მთავრობის განცხადებით 2026 – 2029 წლების სახელმწიფო ბიუჯეტში პროექტის ტენიკური შესაძლებლობების და ეკონომიკური კვლევებისთვის 20 მლნ ევრო იქნება გათვალიწინებული.
პროექტის რეალიზება ორ ეტაპადაა გათვალისწინებული. პირველი ეტაპი 1435 მმ ლიანდის რკინიგზის მშენებლობა კემიდან შვედეთის საზღვარზე ჰაპარანდამდე. მეორე ეტაპი ფინეთის ტერიტორიაზე მაგისტრალის კემიდან ოულუმდე დაგრძელებას მოიცავს.
NATO ს თავდაცვითი გეგმების საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მძიმე შეიარაღების ნორვეგიის ნარვიკის ნავსადგურიდან ფინეთის სიღრმეში მიწოდება.
პერსპექტივაში ევროპული ლიანდი ოულოდან ფინეთის სიღრმეში როვანიემამდე დაგრძელდება. ასეთი დაგრძელება მნიშვნელოვანია ფინეთში ნატოს ჯარების მისაღებათ, რომელიც მის ტერიტორიაზე 2026 წლისთვის განლაგდება.
ევროპულ ლიანდზე გადასვლით ფინეთს რუსეთის ტრანზიტზე დამოკიდებულების შემცირების შესაძლებლობა მიეცემა, საბოლოოდ, კი ფინეთს ახალი „სკანდინავიური“ დერეფნით, რუსეთის გვერდის ავლით, მსოფლიო გლობალურ საქონელბრუნვაში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა.
უსაფრთხოების და ჯარების გადასროლის გარდა, რუსეთის გვერდის ავლით ახლი სარკინიგზო დერეფანი სარგებელს მოუტანს ფინეთს საკუთარი საექსპორტო პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე მიწოდებას. პირველ რიგში, ფინეთის სატყეო და ფოლადის მრეწველობის პროდუქციის ტრანსპორტირება მოიაზრება, რომელიც სადღეისოდ რუსეთის სარკინიგზო ქსელით გადაიზიდება.
ახალი დერეფნით შესაძლებელი იქნება ფინეთიდან რკინიგზით ნორვეგიის ნავსადგურ ნარვიკში მიწოდებული პროდუქცია, სატვირთო გემებით – დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ამერიკის მიმართულებებით ტრანსპორტირება.
წინასწარი გათვლებით პროექტის ჯამური ღირებულება 1.5 მილიარდ ევროს შეადგენს. ფინეთის მთავრობამ 2024 წლიდან დაიწყო 1435 მმ ევროპულ ლიანდზე გადასვლის შესაძლებლობების შესწავლა. საბოლოო გადაწყვეტილება 2027 წლისთვის იქნება მიღებული.
ფინეთის ხელისუფლება ევროპულ ლიანდზე გადასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას „ისტორიულს“ უწოდებს, ხაზს უსვამს ქვეყნის თავდაცვის უსაფრთხოების და ეკონომიკისათვის მის მნიშვნელობაზე.
წინასწარი გაანგარიშებით ფინეთის „სკანდინავიური“ დერეფნის პროექტი ითვლება სიცოცხლისუნარიან და მომგებიანად, დამატებით მის მიმზიდველობას ევროკავშირის მხრიდან ტრანსევროპულ სატრანსპორტო TEN – T ქსელებთან დაკავშირებული ყველა პროექტის ნაწილობრივი დაფინანსების სტრატეგია აძლიერებს.
რუსეთის სატრანსპორტო ექსპერტების ვარაუდით, 2022 წელს რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების და NATO ში ფინეთის გაწევრიანების შემდეგ, რუსეთ – ფინეთის თანამშრომლობა ტრანსპორტის სფეროში ფინეთისთვის ნაკლებად პრიორიტეტული გახდა.
ფინეთი ევროპულ სტანდარტზე გადასვლას რუსეთთან დამოკიდებულებაში ქვეყნის უსაფრთხოების გაზრდის ამღლებისკენ გადადგმულ ნაბიჯად განიხილავს.
ფინეთის მთელ ტერიტორიაზე ლიანდის ერთი სტანდარტიდან მეორეზე გადაყვანა ძვირი და გრძელვადიანი პროცესია, რასაც ათწლეულები დასჭირდება, ამიტომ, პირველ ეტაპზე ევროპული ლიანდით ფინეთიs სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ბალტიისპირეთის ქვეყნებს და შვედეთს დაუკავშირდება.
ფინეთის ძირითად ტერიტორიაზე 1524 მმ ქსელის სიგანე შიდა გადაზიდვებისათვის და გარკვეული პერიოდით ტრანზიტისთვის იქნება შენარჩუნებული“, – ნათქვამია TCRC-ს მიმოხილვაში.
