ფინეთის ახალი პრეზიდენტი – უმჯობესია ამ ეტაპზე სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ნატო-ში წევრობის მშენებლობაზე მოვახდინოთ ფოკუსირება

ფინეთმა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს, – ამის შესახებ ფინეთის ახალმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე სტუბმა განაცხადა.
ის გამოეხმაურა -ის ყოფილი პრეზიდენტის ს განცხადებას ნატო-სთან დაკავშირებით.
„აშშ-ის საარჩევნო კამპანიები ფინეთის სგან ძალიან განსხვავდება და გამოყენებული რიტორიკა საკმაოდ ძლიერია. ვფიქრობ, უმჯობესია ამ ეტაპზე სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ნატო-ში ჩვენი წევრობის მშენებლობაზე მოვახდინოთ ფოკუსირება“, – განაცხადა ალექსანდრე სტუბმა.
სტუბმა აღნიშნა, რომ ფინეთი თავდაცვაზე ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ შეთანხმებული მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტს ხარჯავს.
ფინეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე სტუბმა გუშინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და ფინეთის პრეზიდენტის თანამდებობას ოფიციალურად 1-ელ მარტს დაიკავებს.
ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა შესაძლოა ნატო-ს მოკავშირეები, რომლებიც თავდაცვაზე საკმარისს არ ხარჯავენ, ს პოტენციური შეჭრისგან არ დაიცვას.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები – ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

ნატო ჩხეიძე: ბევრ კითხვას ბადებს მისი ეს წასვლა – ამბობს ქალაქის მერი აშშ ელჩის განცხადებაზე… წარმოვიდგინოთ იგივე ფრაზებს როგორ იტყოდა იგივე მერი შსს მინისტრის გომელაურის წასვლაზე…