ფინეთის არჩეულმა პრეზიდენტმა ალექსანდ სტუბმა განაცხადა, რომ ჰელსინკს მოსკოვთან პოლიტიკურ ურთიერთობა არ ექნება უკრაინაში ომის დასრულებამდე, ამის შესახებ სტუბმა 12 თებერვალს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ურთიერთობების პოლიტიკა მარტივია“, – ციტირებს სტუბს ტელერადიოკომპანია Yle „დიპლომატიური და ოფიციალურ ურთიერთობები რჩება, მაგრამ პოლიტიკურ დონეზე ურთიერთობები არ არის და არც იქნება, სანამ რუსეთი არ დაასრულებს ომს“,- მისი სიტყვებით შეიცვლება უკრაინისადმი ფინეთის დამხმარებაც.
გარდა ამისა სტუბის სიტყვებით, ფინეთის საგარეო და უსაფრთოების პოლიტიკას უკვე ნატოსა და ევროკაშირში წევრობა განაპირობებს.
ფინეთი თითქმის 80-წლიანი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შემდეგ, 2023 წელს გაწევრიანდა ნატოში. ჰესლინკში ეს ახსნეს უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობით რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ფინეთსა და რუსეთს 1300-კილომეტრიანი საზღვარი აქვთ, ამრიგად რუსეთსა და ნატოს შორის საზღვარი თითქმის გაორმაგდა.
ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 11 თებერვალს ჩატარდა. სტუბმა არჩევნეში ხმების 51,6%-ით გაიმარჯვა. ალექსანდ სტუბს სხვადასხვა დროს ეკავა ფინეთის პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობა. იყო ევროკავშირს საქმეთა მინისტრი.
Yle-ს ინფორმაციით კრემლს პოლიტიკოსისთვის გამარჯვება არ მიულოცავს, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ფინეთის არჩეული პრეზიდენტი „ძალიან არამეგობრული ხასიათის“ განცხადებებს აკეთებდა, ამასთან, მოსკოვი საკუთრივ ქვეყანასაც არამეგობრულად მიიჩნევს.