ფინანსურმა საავტორო უფლებათა ასოციაციის დოკუმენტაცია დალუქა

საავტორო უფლებათა ასოციაციაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უკვე 7 საათზე მეტია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. დალუქულია დოკუმენტაცია. ადგილზე იმყოფება ასოციაციის ხელმძღვანელი გიგა კობალაძე. ის ამ ეტაპზე დაკავებული არ არის.
ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, გამოძიება თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე მიმდინარეობს.
გამოძიების დაწყება კი, ოფიციალური ცნობით, გასული წლის მაისში, ავტორ-შემსრულებლების განცხადებას უკავშირდება, რომლითაც ისინი ფინანსურ უწყებას მოუწოდებდნენ, დაინტერესებულიყო ასოციაციის საქმიანობით.