ფინანსური სისტემის რეპუტაცია და ფულის გათეთრების რისკი – რაზე იქონიებს უარყოფით გავლენას „ოფშორების კანონი“?

PMC კვლევითი ცენტრის მიერ ეკონომისტების გამოკითხვის შედეგებით, კვლევაში ჩართული რესპონდენტების 55% „ოფშორების შესახებ“ მიღებული კანონის ეკონომიკაზე ზეგავლენას უარყოფითად ან ძალიან უარყოფითად აფასებს.
საქართველოს პარლამენტმა ე.წ. „ოფშორების კანონი“ 2024 წლის II კვარტალში მიიღო, რომელიც ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს საგადასახადო შეღავათებს, იმ შემთხვევაში სთავაზობს, თუ საკუთარ აქტივებს ოფშორიდან საქართველოში გადმოიტანენ.
„ოფშორების კანონთან“ დაკავშირებით გამოკითხული ეკონომისტების აზრი მნიშვნელოვნად იყოფა. ნაწილი თვლის, რომ კანონს არანაირი გავლენა არ ექნება (38%), სხვებმა კი კანონი ნეგატიურად ან ძალიან ნეგატიურად შეაფასეს (55%)“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
გამოკითხული ეკონომისტებიდან, ვინც კანონი ნეგატიურად შეაფასა, უმეტესობა ფიქრობს, რომ კანონს ყველაზე ნეგატიური გავლენა საქართველოს ფინანსური სისტემის რეპუტაციაზე ექნება. გამოკითხვის ავტორებმა ეკონომისტებს ჰკითხეს – თუ ფიქრობთ, რომ „ოფშორების კანონს“ უარყოფითი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე, შეაფასეთ მისი გავლენა თითოეულ ასპექტზე 1-დან (არ ექნება ეფექტი) 5-მდე (ძალიან ძლიერი ეფექტი), ასპექტებს შორის კი ფინანსურის სისტემის რეპუტაცია, ფულის გათეთრების გაზრდილი რისკები, საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლა, ქვეყნისთვის სანქციების დაწესების რისკი, ფინანსური სტაბილურობა, უცხოური ინვესტიციები, მარეგულირებელი გარემო იყო.

ასევე დაგაინტერესებთ