160 ავტომანქანა, 52 სამედიცინო საწოლი და 22 მაცივარი – ეს იმ ნივთების ჩამონათვალია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს საწყობში იყო განთავსებული, მაგრამ შესაბამისი დოკუმენტაცია არ არსებობდა. აუდიტის სამსახურმა სამინისტროს მატერიალური მარაგების მართვაში სისტემური ხარვეზები გამოავლინა. ირკვევა, რომ უწყება მარაგების ინვენტარიზაციას არ ახდენს. გამოვლენილია, რომ მილიონ 400 ათას ლარზე მეტი სამედიცინო პროდუქცია, აქტივები სამინისტროს საწყობებიდან არის გამქრალი. ყოველ შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტაცია უწყებამ ვერ წარადგინა.
მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში ასევე 576 ათას ლარზე მეტი ვადაგასული პროდუქცია იქნა აღმოჩენილი. ასევე აღმოჩენილია 36 ათას ლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია, რომელიც მარაგებშია, თუმცა, შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი არ არის.
სახეზეა ფინანსური დანაკარგები, გადაცდომები და არაპროფესიონალიზმი – ეს შეფასება გააკეთეს ანგარიშის წაკითხვის შემდეგ კორუფციის მკვლევარებმა.
სამედიცინოს სფეროს ექსპერტი ვატო სურგულაძე კი მიიჩნევს, რომ აღნიშნულზე კონკრეტული პირების პასუხისმგბელობის საკიტხი უნდა დადგეს.
“რა აღმოაჩია აუდიტმა? აღმოაჩინა, რომ მილიონ 400 ათას ლარზე არ არსებობს საქონელი. სად წავიდა ეს საქონელი, არავინ იცის. არის აღრიცხვაზე, მაგრამ ვერ წარუდგინეს საბუთი. 400 ათასზე მეტ საქონელს ვადა აქვს გასული ანუ გაფუჭდა ის საქონელი და დაახლოებით 30 ათას ლარის საქონელი არის, მაგრამ გაწერილია, რომ ვითომ გახარჯულია. ამაზე სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას იმ პირების მიმართ, ვინც მართავდა ან ახლა მართავს ამხელა სამინისტროს,” – ამბობს სამედიცინო სფეროს ექსპერტი ვატო სურგულაძე.
მედია კითხვებზე პასუხებისსთვის ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა, როგორც მედიასაშუალება განმარტავს, უწყებისგან განმარტებები ვერ მიიღო.
წყარო: tv pirveli
