ვეტერანმა ფეხბურთელმა და ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ, გადაცემა “სპორტი იმედზე” სტუმრობისას, ლანჩხუთის “გურიას” შესახებ ისაუბრა.
ჟორდანიას თქმით, “გურიას” პრეზიდენტი მისი ვაჟი კახი ჟორდანია იქნება, თუმცა თავად მერაბიც კლუბის მართვაში აქტიურად იქნება ჩართული.
“გურიას” წინაშე არსებული ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსებული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ ორ წელიწადში ლანჩხუთის კლუბი უმაღლეს ლიგაში აღზევდეს. ასევე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ჩვენს ქალაქში სტადიონის გაკეთების თაობაზე, რომლის ტრიბუნებიც 5 000 ადამიანზე იქნება გათვლილი, თუმცა ჩემი ვარაუდით და იმ უდიდესი სიყვარულიდან გამომდინარე, რაც ლანჩხუთელებს ფეხბურთის მიმართ აქვთ, ტევადობის გაზრდა აუცილებლად დაგვჭირდება.
გუნდს ჩემი შვილი, კახი ჟორდანია უხელმძღვანელებს, რომელმაც პირობა მომცა, რომ ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, “გურიას” არასოდეს მიატოვებს და ამ კლუბის ფინანსურ უზრუნველყოფაზე უარს არასდროს იტყვის. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ დირექტორთა საბჭოს წევრები ვიქნებით მე, მამუკა აბუსერიძე, ავთო ქანთარია, ბადრი დანელია, გოჩა ტყებუჩავა, დავით ცომაია, ოთარ კორღალიძე, გია გურული, ბესო ფრიდონიშვილი და მერაბ თევზაძე – ანუ ის ფეხბურთელები, რომელთა დახმარებითაც კლუბმა 1989 წელს უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა”, – განაცხადა ჟორდანიამ.
შეგახსენებთ, “გურიამ” წლევანდელი სეზონი მეოთხე ლიგაში გაატარა, სადაც მესამე ადგილი დაიკავა და ლიგა 3-ის საგზური მოიპოვა.
“ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს “რეალი” რას ნიშნავს” – რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
“ბარსელონაში” ტრანსფერზე უარი სწორედ ამიტომ ვთქვი” – ნიკო უილიამსი
[VIDEO] ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიას პაროდია გააკეთა
ლანჩხუთის “გურია” აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
ლანჩხუთის “გურია” რუსი მცველით გაძლიერდა
ყველაზე გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი ეროვნულ ლიგა 3-ში ითამაშებს
მერაბ ჟორდანია ადასტურებს, ოღონდ აზუსტებს: “დენ ბოშის” ყიდვა არა ლევანს, არამედ კახი ჟორდანიას სურს
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა – ლანჩხუთის “გურიას” ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
გულვერდ თომაშვილი “გურიაში” – კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
“გურია” – ფონდი “ქართუს” დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით…
“ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი” – მერაბ ჟორდანიამ “დინამოს” გამოსვლა სკანდალურად შეაფასა
“ტორინოსთან” მატჩის შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და “კვარაზე” მეუბნება… – მერაბ ჟორდანია
“ხვიჩას გარეშე “ნაპოლი” სოფლის გუნდია” – მერაბ ჟორდანია
“გურია თუდეის” ექსკლუზივი: ლანჩხუთის „გურიას“ 100%-იან წილს სფფ-ის ექს-პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას შვილის, კახი ჟორდანიას კომპანია ყიდულობს!
მერაბ ჟორდანია “აუსტრიას” შეიძენს – მისი ვაჟი კი უკვე გუნდში ჩაირიცხა




