ფინანსური გადაცდომების გამო ნაომი კემპბელს საქველმოქმედო საქმიანობა 5 წლით აეკრძალა

სუპერმოდელი ნაომი კემპბელი საქველმოქმედო ფონდის საქმიანობიდან 5 წლით არის დისკვალიფიცირებული მას შემდეგ, რაც დამკვირვებლებმა მის საქველმოქმედო ორგანიზაციაში ფინანსური გადაცდომების მტკიცებულება მოიპოვეს.
კერძოდ, საქველმოქმედო ორგანიზაციამ არასათანადოდ დახარჯა ათიათასობით ფუნტი ძვირადღირებულ სასტუმროს ნომრებზე, ფრენებზე, სპა პროცედურებზე, პირად დაცვასა და კემპბელის სიგარეტზე.
Fashion for Relief კემპბელმა დაარსა და ორგანიზაციის მიზანი იყო სიღარიბის დასაძლევად და ეკონომიკურად გაჭირვებული ახალგაზრდების მხარდასაჭერად ფულის შეგროვება. სუპერმოდელი ამტკიცებდა, რომ ბრენდმა 2005 წლიდან მოყოლებული საქველმოქმედო მოდის შოუებით მილიონობით დოლარი შეაგროვა კარგი მიზნებისთვის.
კემპბელის რწმუნებული ბიანკა ჰელმიჩმა, როგორც გამოძიებამ დაადგინა, მიიღო 290 000 ფუნტი საკონსულტაციო გადასახადი, 26 000 ფუნტი მგზავრობის ხარჯები წელიწადში და ეს ყველაფერი საქველმოქმედო ფონდის ბიუჯეტიდან, უკანონოდ, რაც გრძელდებოდა 2 წლის განმავლობაში და ისიც დისკვალიფიცირებულ იქნა 9 წლის ვადით.
ასევე 4 წლითაა დისკვალიფიცირებული ფონდის მესამე რწმუნებული, ვერონიკა ჩოუ.
დამკვირვებელმა კომისიამ დაასკვნა, რომ სერიოზული გადაცდომები იყო ფინანსური თვალსაზრისით და არასწორად იმართებოდა Fashion for Relief მას შემდეგ, რაც ის დაარსდა [2015 წელს], როგორც გაერთიანებული სამეფოს საქველმოქმედო ორგანიზაცია.

ასევე დაგაინტერესებთ