ფინანსთა სამინისტრო – სანქციების შემოღების შემდეგ, საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნების 1795 შემთხვევა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის თაობაზე უარის თქმის 1050-ზე მეტი გადაწყვეტილება ფიქსირდება

სანქციების შემოღების შემდეგ, საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე დაფიქსირებულია უარის თქმის 1795 შემთხვევა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე, პირის მომართვისას უარის თქმის 1050-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება, – აღნიშნულის შესახებ ფინანსთა მინისტრის ანგარიშშია აღნიშნულია, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა, ხვალ კი „მინისტრის საათის“ ფორმატში ლაშა ხუციშვილი დეპუტატებს წარუდგენს.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, დაწესებული სანქციების დარღვევის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ამავე ანგარიშის თანახმად, საერთაშორისო სანქციების აღსრულების მხარდაჭერის ნაწილში, 2023 წელს ხორციელდებოდა და 2024 წელს კვლავაც აქტიურად გაგრძელდება პარტნიორი ქვეყნების მიერ აღიარებული, საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მიმდინარე მკაცრი მონიტორინგი და სანქციებისგან თავის არიდების მიზნით საქართველოს ტერიტორიის გამოყენების აღკვეთისკენ მიმართული საქმიანობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის რისკების მართვის მოდულების მეშვეობით. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ მიმართულებით გაგრძელდება მუდმივი კოორდინაცია პარტნიორ ქვეყნებთან და ინფორმაციის ოპერატიულ რეჟიმში გაცვლა.
„სწორედ საბაჟო დეპარტამენტის ეფექტური მუშაობის შედეგია, რომ პერიოდის განმავლობაში არ დაფიქსირებულა დაწესებული სანქციების დარღვევის შემთხვევები. ში ს მიერ საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის და ეკონომიკური სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსთან მიმართებით, განსაზღვრული საქონლით ვაჭრობაზე შეზღუდვების დაწესების გათვალისწინებით, ყველა ის პროდუქტი, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, აგრეთვე ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია (მათ შორის, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი), რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს სანქცირებული ფიზიკური პირების ან კომპანიების მიერ, ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს საქართველოში. საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, შემოსავლების სამსახურში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც მუდმივ რეჟიმში მონიტორინგს უწევს სანქცირებული ტვირთებისა და პირების საკითხს საქონლის საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით გადაადგილებისას.
სანქციების შემოღების შემდეგ, საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე დაფიქსირებული გვაქვს უარის თქმის 1795 შემთხვევა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე, პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის 1050-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება. დღეისათვის აქტიურია 36 საოპერაციო რისკის პროფილი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ახდენს სანქცირების შესახებ მონაცემთა იდენტიფიცირებას და დამატებითი რისკფაქტორების გამოვლენის ინიცირებას. ჩვენი საბაჟო სამსახურების მუშაობა ამ მიმართულებით, აღიარებულია ყველა პარტნიორი ქვეყნის მიერ უმაღლეს დონეზე,”- აღნიშნულია დოკუმენტში.
ამავე ანგარიშის თანახმად, საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“ დამატებით განთავსდა საბაჟო კონტროლის განხორციელებისთვის საჭირო შესაბამისი აღჭურვილობა, მათ შორის, რენტგენოსკანერები. ასევე, გაძლიერდა სხვა გამშვები პუნქტების შესაძლებლობები შესაბამისი კონტროლის განხორციელების მიზნით.
„სანქციების დაწესების პირველი დღეებიდანვე, საერთაშორისო სანქციების სათანადო ადმინისტრირებისთვის საჭირო ტექნიკური დახმარების თაობაზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან განხორციელდა არაერთი კომუნიკაცია. -ის საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და დაკავშირებული სასაზღვრო უსაფრთხოების პროგრამის, ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) დახმარებით, ორგანიზებულ იქნა რამდენიმე დისტანციური და ფიზიკური შეხვედრა, საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების, საბანკო სექტორისა და რა თქმა უნდა, საბაჟო დეპარტამენტის ჩართულობით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციით, საშუალება მოგვეცა მიგვეღო საერთაშორისო სანქციების სასწავლო პლატფორმაზე DOLFIN-ზე დაშვება. სანქციების აღსრულების მხარდაჭერის მიზნით, თითოეულ საეჭვო ტრანზაქციასთან მიმართებით, მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია აშშ-ის საელჩოსთან და კომპეტენტურ უწყებებთან, ევროკომისიის DG TAXUD-თან, ევროკავშირის კრიზისების მართვის გუნდთან და უშუალოდ პარტნიორი ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციებთან. პოტენციურად სანქცირებული ოპერაციების თავიდან ასაცილებლად, მუდმივი კონსულტაციები მიმდინარეობს ეკონომიკურ ოპერატორებთან, რაც მნიშვნელოვანია პრევენციის კუთხით. საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური მუდმივად ავრცელებს ოფიციალურ განცხადებებს,“ – აღნიშნულია დოკუმენტში.