ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა.
კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრის 2025 წლის 24 ივნისის ბრძანებით მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა.
2019 წლიდან დღემდე, მას სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
„გასულ წლებში, მიხეილ მაღლაკელიძე სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში – იყო ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი, ასევე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსის მოადგილე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში

ასევე დაგაინტერესებთ

ბესიკ ლაგვილავა: არ ვიცი ადამიანები არიან თუ არა, უკრაინული ლეგენდარული ბრიგადა “აზოვის” და 25-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლები! თუკი ისინი ადამიანები არიან, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ არიან ტიტანები, რომელთაც ღმერთებსაც კი აუტეხეს ომი!

შალვა პაპუაშვილი – რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა ტრამპის მოსაზრებას – ომის აცილება შესაძლებელი იყო, ხოლო თუ ამერიკის პრეზიდენტს პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნდა, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს