ფინანსთა მინისტრი – 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ჯამური მაჩვენებელი 28,5 მილიარდი ლარია

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ჯამური მაჩვენებელი 28,5 მილიარდი ლარია.
მისივე თქმით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ჯამური თანხის 30% – 8,6 მილიარდ ლარზე მეტი, მიემართება სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზე; 3,6 მილიარდი ლარი, ანუ რესურსის 13% – მიემართება განათლებისა და მეცნიერების პროგრამების დაფინანსებაზე; რესურსის 10% – 2,9 მილიარდი ლარი მიემართება თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დასაფინანსებლად; ამავე მოცულობის თანხა ხმარდება სახელმწიფო ვალების მომსახურებასა და დაფარვას; გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე გამოყოფილია 1,2 მილიარდი ლარი, ხოლო კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე მიიმართება 950 მილიონი ლარი. როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე, ჯამურად, გათვალისწინებულია 6,9 მილიარდ ლარზე მეტი, საიდანაც 2,1 მილიარდი ლარი მიემართება ზემოხსენებული სფეროების განვითარებისთვის დაგეგმილ პროექტებზე, ხოლო სხვა მიმართულებებით, როგორიცაა: საგზაო, მუნიციპალური წყალმომარაგება და სხვა კაპიტალური ხარჯები, მათი დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 4,8 მილიარდი ლარი, მთლიანი რესურსის 17%.
„ჩემ მიერ ჩამოთვლილ პროგრამებსა და პროექტებზე, ჯამურად, მიიმართება ბიუჯეტის რესურსის 88%, ხოლო 12%-ით ფინანსდება ყველა სხვა უწყება და პროგრამა, მათ შორის, სასამართლოები, ცესკო, პარლამენტი, მუნიციპალიტეტების ხელფასები და სხვა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ბრალი წარედინა პირს, რომელმაც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს თურქეთში რამდენიმე ათასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უკანონოდ გადაყვანის მფარველობისთვის ქრთამი შესთავაზა

რაჟდენ კუპრაშვილი – ვიკვლევთ კორუფციულ ფაქტებს, რაც გრანტების ხარჯვას უკავშირდება – თუ აღმოჩნდება, რომ ბრიტანული თანხაც არაკეთილსინდისიერად არის გამოყენებული და პოლიტიკას ემსახურება, მივიღებთ შესაბამისს გადაწყვეტილებებს