ფინანსთა მინისტრი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში -ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს შეხვდა. შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რიჩარდ ნეფიუს გარდა აუდიენციაზე ამერიკული მხრიდან იმყოფებოდნენ გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში -ის რეგიონული გუნდის ხელმძღვანელი და აშშ-ის საელჩოს მაღალჩინოსნები. ლაშა ხუციშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს იმ თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უწევს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით მადლობა გადაუხადა.
ყურადღება გამახვილდა ბოლო წლებში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე; განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

ასევე დაგაინტერესებთ

„იგლ ჰილსის“ 6.6 მილიარდი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი მშენებლობის ეტაპზე 24 ათასზე მეტ, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ – 8 ათასზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის, პროექტის მხოლოდ პირდაპირი ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე იქნება დაახლოებით 11 მილიარდი ლარი, ყოველწლიურად ბიუჯეტში გადასახადების სახით შევა სულ მცირე 500 მილიონი ლარი