ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2024 წელს პენსიებისა და კომპენსაციების მოცულობა იზრდება

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წელს გაზრდილია გასაცემლების მოცულობები, როგორც პენსიების, ასევე, სახელმწიფო კომპენსაციების ნაწილში.
· 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია იზრდება 50 ლარით და განისაზღვრება 415 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში ამ პირთა პენსიის მოცულობა თითქმის 500 ლარს მიაღწევს;
· 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და შეადგენს 315 ლარს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 378 ლარს;
· ბოლო 4 წლის განმავლობაში საპენსიო გასაცემლების მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. კერძოდ, 70 წლამდე პირებისთვის ზრდა 43%-ია, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირებისთვის პენსიის ზრდა 66%-ია.
· სახელმწიფო კომპენსაციებისთვის დღეს არსებული 560 ლარიანი ზღვარი იზრდება 78%-ზე მეტით და განისაზღვრება 1000 ლარის ოდენობით;
· 200 ლარით გაიზრდება და 1200 ლარი გახდება საომარი მოქმედებების დროს ან კრიმინალთან ბრძოლის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრების კომპენსაციები;
· იზრდება პოლიციელებისა და ჯარისკაცების ნამსახურების თითოეულ წელზე გათვლილი თანხის ოდენობა, კერძოდ:
უმცროს სპეციალურ წოდებაზე (გარდა ოფიცრისა): 2-იდან 5 ლარამდე;
უმცროსი ოფიცრის წოდებაზე: 5-დან 10 ლარამდე;
უფროსი ოფიცრის წოდებაზე: 10-დან 15 ლარამდე;
უმაღლესი ოფიცრის წოდებაზე: 15-დან 25 ლარამდე.

ასევე დაგაინტერესებთ