დღეს ქართული სეზონის კიდევ ერთ ჯილდოს გამოუჩნდება პატრონი – გამოვლინდება დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი. გორის “დილას” აქვს შანსი, რევანში აიღოს “იბერია 1999-თან” საჩემპიონო მარათონში დამარცხებისთვის.
გამარჯვების შემთხვევაში, “დილა” 13-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგებს საქართველოს თასს, ხოლო თუ “იბერია” ივარგებს, თბილისის “დინამოსა” და “ტორპედოს” შემდეგ გახდება მესამე ქართული კლუბი, რომელიც დუბლს შეასრულებს.
ფინალი იმ ტიპის დაპირისპირებაა, რომელსაც ფავორიტი არ ჰყავს. ფურცელზეც რომ იყოს აუტსაიდერი, ასეთი გუნდის შანსებიც კი 50 პროცენტით უნდა შევაფასოთ, რადგან ერთი მატჩისთვის მობილიზება ყველა გუნდს შეუძლია.
მით უმეტეს, შანსები თანაბარია იმ გუნდებს შორის დაპირისპირებაშიც, რომლებმაც სულ რამდენიმე დღის წინ დაასრულეს შთამბეჭდავი საჩემპიონო რბოლა.
ფინალი იქნება “იბერიასა” და “დილას” მე-3 სათასო ჯახი. პირველი იყო 2021 წლის 20 მაისს, როცა მაშინდელმა “საბურთალომ” გორელები 1/8 ფინალში 3:1 დაამარცხა. თბილისელებმა იყოჩაღეს 2023 წლის 24 ოქტომბერსაც, როცა 1/4 ფინალში, 11-მეტრიანების სერიაში აჯობეს მეტოქეს.
წლევანდელ სეზონში კი “იბერია” და “დილა” 5-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. 4 საჩემპიონატო მატჩის გარდა, იყო სუპერთასის ნახევარფინალი, რომელიც გორელებმა 3:1 მოიგეს.
ეროვნული ლიგის ოთხივე მატჩი კი “იბერიას” გამარჯვებით დასრულდა, თან ერთი – 6:0 გორში. ესეც არ იყოს, ოთხ შეხვედრაში “დილამ” მხოლოდ ერთხელ აიღო მეტოქის კარი.
საერთოდ, თბილისურმა კლუბმა ქართლელებს ბოლო 6 საჩემპიონატო მატჩიც მოუგო. მაგრამ აკი შევთანხმდით, რომ თასის ფინალი სულ სხვა სპეციფიკისაა და 10 დეკემბერსაც ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება.
სავარაუდო შემადგენლობები
იბერია 1999: მაკარიძე, ზოჰური, აგიაკვა, ჯგერენაია, ჯინჯოლავა, ქარდავა, დადიანი, ალთუნაშვილი, გ. მამაგეიშვილი, სილაგაძე, ძაგანია
მწვრთნელი: გუგა ნერგაძე
დილა: კერესელიძე, ჩაბრაძე, ეტუ, ანდრონიკაშვილი, ტიბუე, კონტე, უატარა, ფარულავა, შ. შეყილაძე, ედუძი, ბასინგა
მწვრთნელი: დიეგო ლონგო
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად…
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] “დილა” საჩემპიონო რბოლაში რჩება, “სამგურალი” ჯერ მშვიდად ვერ იქნება…
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ისევ ძაგანია, ისევ “დინამოსთან”… “იბერია” პირველ ადგილს ინარჩუნებს!
[საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი] ფინალის თარიღი და ადგილი ცნობილია…
ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დასასწრები ბილეთების ფასი ცნობილია
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] ფავორიტებმა იოლად მოიგეს! “იბერიას” ჩემპიონობამდე ერთი გამარჯვება აშორებს…
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] რა შანსი იყო ბოლო წუთზე!.. “იბერიამ” ფოთში გაიმარჯვა და პირველი ადგილი შეინარჩუნა
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ “ჩელსი” და “ევერტონი” დააჯარიმა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] ქომაგებისგანაც მიტოვებული… ბათუმის “დინამო” უატარას ვერ გაუმკლავდა
საქართველოს თასის ფინალი ბათუმში გაიმართება
[ეროვნული ლიგა] საჩემპიონო დავა და მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარი
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის “იბერია 1999” ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
[წინათქმა. ეროვნული ლიგა] შესაძლოა, “იბერიამ” ტიტული ცარიელი ტრიბუნების წინ იზეიმოს, “დილას” კი გამარჯვებაც არ ეყოს…
ვენა, სევილია, თბილისი – სად ჩატარდება ევროპა ლიგა 2021-ის ფინალი?
ჩემპიონთა ლიგის ფინალი: ფაჩულია, რონალდო, დელ პიერო, სელფი და ცრემლები [PHOTO]
[VIDEO] …”დილას” იტალიელმა მწვრთნელმა ქურთუკი გაიძრო და საჩხუბრად მოემზადა… დიდი გაწევ-გამოწევა გორში!
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]




