“ჩელსის” ნახევარმცველმა კოულ პალმერმა თავისი გუნდის მიერ ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში პსჟ-ის წინააღმდეგ გამარჯვებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
“რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი შეგრძნებაა! თავს კიდევ უფრო მაგრადაც ვგრძნობთ, რადგან თამაშის წინ ყველამ ჩამოგვწერა. მოედანზე გახვიდე და ასე ებრძოლო პსჟ-ის დონის გუნდს, როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ, ნამდვილად დასაფასებელია. ზოგადად, მიყვარს ფინალები და ეს კვლავ დამტკიცდა. მწვრთნელმა მშვენიერი გეგმა მოგვიხაზა. მან იცოდა, თუ სად იქნებოდა ცარიელი სივრცე, რადგან ის აგვეთვისებინა და ა.შ. მე კი ეს ყველაფერი გოლებში ავსახე.
მარესკა ქმნის რაღაც განსაკუთრებულსა და მნიშვნელოვანს. ვგრძნობ, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ” – პალმერის სიტყვებს ციტირებს Sky Sports. შეგახსენებთ, რომ ინგლისელმა შემტევმა ნახევარმცველმა ფინალში ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა, რის მერეც მატჩისა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ სამართლიანად დაასახელეს.
სპეციალურად საიტისთვის მოამზადა ცოტნე ლომსაძემ
