სალომე ზურაბიშვილი რომ იბარებს ამათ შეხვედრაზე, თავის ნაფიქრს კი არ ეუბნება, იმას ეუბნება, რასაც გადმოსცემენ, ფილტრია დღეს სალომე ზურაბიშვილი, იქ შეიძლება გვარამიას ვიღაცას წერს და გახარია, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. მოთამაშეები სალომეს მეშვეობით ეკონტაქტებიან ევროპელებს, ამათი აქტივობები, აქციები არის მათთან შეთანხმებული, ევროპელები როცა ეტყვიან დააძაბინებენ, როცა საჭირო იქნება “გაალაითებენ”, როცა საჭირო იქნება მარცხნივ გადაახვევინებენ, როცა საჭირო იქნება – მარჯვნივ. მთავარია ორივე პოლუსმა მოახერხა ის, რომ ახლა ოცნების და ოპოზიციის ბედი დამოკიდებულია ამერიკელებეზე და ევროპელებზე, როგორც ისინი გადაწყვეტენ, იმ “პალაჟენიაში” დრჩება ოპოზიციაც და ოცნებაც. ჩვენ, ჩვეულებრივი ხალხი ვართ თამაშგარეშე და ამ თამაშგარეშე ჩვენ ჩვენი თავი თვითონვე შევიყვანეთ, იმიტომ რო საჭირო დროს და საჭირო ადგილას არასწორი ბიულეტინები ჩავაგდეთ. ჩვენ, 8 ნომერს, ამაში მონაწილეობა არ მიგვიღია, ამას ვამბობდით თავიდანვე. არავის აქციას არ მოვუწყობთ, არავის კონტრაქციას არ შევუერთდებით, არავის დასაცავად არ გამოვალთ და არავის საცემადაც არ გამოვექანებით.