ფილიპ კირკოროვი მოდის სახლ Balenciaga-ს შავ სიაში მოხვდა და უკრაინასთან სამხედრო კონფლიქტში რუსეთის მხარდაჭერის გამო, მომღერალი ბრენდის ნივთებს თავისი სახელით ვერ ყიდულობს. ამის შესახებ შოუმენმა რუსულ მედიასთან ისაუბრა.
კირკოროვის თქმით, მის სტილისტს მონაკოს “ბუტიკიდან” ბრენდის წარმომადგენელმა დაურეკა და უთხრა, რომ ისინი ვეღარ მოემსახურებიან მომღერალს, რადგან ის მხარს უჭერს რეჟიმს და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.
დუბაიში გასტროლზე ყოფნისას სცადა Balenciaga-ს მაღაზიაში ჩანთა შეეძინა, მაგრამ სალაროსთან მისულმა გაარკვია, რომ ეს მისთვის აკრძალული იყო.
“დავურეკე ჩემს მეგობარს აშშ-ში და ვთხოვე, “ბალენსიაგაში“ ჩემს სახელზე ტანსაცმლის ყიდვა ეცადა და უარი უთხრეს, საფრანგეთის ოფისიდან მოვიდა წერილი ჩემს სახელზე, რომელშიც ეწერა, რომ ეკრძალებოდათ ჩემთვის ნივთების მიყიდვა. ეს არის დემნას პოზიცია”, – აღნიშნა კირკოროვმა.