ფილიპ კირკოროვი “ბალენსიაგამ” შავ სიაში შეიყვანა და მისთვის ბრენდის ნივთების მიყიდვა აკრძალა.
კირკოროვის თქმით, მის სტილისტს მონაკოს “ბუტიკიდან” ბრენდის წარმომადგენელმა დაურეკა და უთხრა, რომ ისინი ვეღარ მოემსახურებიან მომღერალს, რადგან ის მხარს უჭერს რეჟიმს და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კირკოროვმა ერთ-ერთ გადაცემაში საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იგი Balenciaga-ს ტანსაცმლის ყიდვას დუბაიში აპირებდა, თუმცა უარი უთხრეს. მოგვიანებით კი მის წარმომადგენელს განუცხადეს, რომ პუტინის რეჟიმის მხარდაჭერის გამო, კირკოროვი ბრენდის პროდუქციას მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში ვეღარ შეიძენს.
დუბაიში გასტროლზე ყოფნისას სცადა Balenciaga-ს მაღაზიაში ჩანთა შეეძინა, მაგრამ სალაროსთან მისულმა გაარკვია, რომ ეს მისთვის აკრძალული იყო.
“დავურეკე ჩემს მეგობარს აშშ-ში და ვთხოვე, “ბალენსიაგაში“ ჩემს სახელზე ტანსაცმლის ყიდვა ეცადა და უარი უთხრეს, საფრანგეთის ოფისიდან მოვიდა წერილი ჩემს სახელზე, რომელშიც ეწერა, რომ ეკრძალებოდათ ჩემთვის ნივთების მიყიდვა. ეს არის დემნას პოზიცია”, – აღნიშნა კირკოროვმა
