ფილიპო ინძაგი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა

50 წლის იტალიელი სპეციალისტი ფილიპო ინძაგი იტალიის სერია B-ს ბინადარ “პიზას” მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. კონტრაქტის დეტალები ამ ეტაპისთვის უცნობია.
“მილანის” ყოფილი ფორვარდის ბოლო სამსახური “სალერნიტანა” იყო, საიდანაც გასული სეზონის ბოლოს არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს.
ინძაგი ასევე მუშაობდა “მილანში”, “ვენეციაში”, “ბოლონიაში”, “ბენევენტოში”, “ბრეშიასა” და “რეჯინაში”.
გასულ სეზონში “პიზამ” სერია B-ის სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილი დაიკავა.