ფილიპინებში 6.9 მაგნიტუდის მიწისძვრას 60-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ცენტრალურ ფილიპინებში 6.9 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, 60-მდე ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
სებუს სანაპიროსთან მოხდა, რამაც ელექტროენერგიის გათიშვა და შენობების დაზიანება გამოიწვია.
გამოცემის ცნობით, სებუს ადგილობრივმა მთავრობამ პროვინციაში კატასტროფის მდგომარეობა გამოაცხადა. პროვინციის მასშტაბით სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
ყველაზე მეტი მსხვერპლი დაფიქსირდა ბოგოში, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრიდან დაახლოებით 17 კილომეტრში მდებარეობს.
ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტმა ცუნამის შესახებ გაფრთხილება გააუქმა და განაცხადა, რომ „ზღვის დონის მცირე რყევებით გამოწვეული რაიმე ზემოქმედება ძირითადად ჩავლილია“.