ფილიპინებში ტაიფუნმა 60-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

ტაიფუნ „კალმაეგის“, რომელიც ფილიპინების ცენტრალურ ნაწილს დაატყდა თავს, სულ მცირე 66 ადამიანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ცენტრალურ კუნძულ სებუზე, სადაც 49 ადამიანი დაიღუპა, ქალაქები დაიტბორა. ამ დროისთვის, 26 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
ტაიფუნი ხმელეთზე მოხვედრის შემდეგ შესუსტდა, თუმცა 80 130 კმ/სთ მეტი სიჩქარის ქარი კვლავ შენარჩუნდა.
პროგნოზის მიხედვით, ოთხშაბათისთვის ტაიფუნი ვისაიასის კუნძულების რეგიონში და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში გადავა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო: შევინანოთ, გამოვსწორდეთ, დავფიქრდეთ, თუ რა არის ჩვენი ხალხის ის მანკიერებები, ის ცოდვები, რომლებიც ჩვენ უნდა გამოვასწოროთ, იმისთვის რომ მოგვეცეს წყალობა ღვთის და ვეღირსოთ ჩვენს გამთლიანებას და ქვეყნის გაძლიერებას