ფილიპინებში ავტობუსი კლდიდან გადავარდა | დაიღუპა 17 ადამიანი

Reuters-ის ცნობით, ფილიპინებში ავტობუსი კლდიდან გადავარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა 12 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან 8 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია, 4-ის კი სტაბილური. შემთხვევა სამშაბათს მოხდა.
როგორც ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, სამაშველო ჯგუფებმა შემთხვევის ადგილიდან ყველა ცხედარი ამოიყვანეს.