ფილიპინების შეიარაღებული ძალები – ფილიპინები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში კონფლიქტის პროვოცირებას არ ახდენს

ფილიპინები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში კონფლიქტის პროვოცირებას არ ახდენს, – ამის შესახებ ფილიპინების შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა, მედელ აგილარმა განაცხადა.
„ფილიპინები კონფლიქტის პროვოცირებას არ იწვევს. ჩვენ საერთაშორისო სამართალს მივყვებით და მხოლოდ ჩვენს შიდა კანონმდებლობას ვახორციელებთ, რაც ჩვენი ტერიტორიული წყლებისა და ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის საზღვრებს აწესებს, სადაც ჩვენ სუვერენული უფლებები გვაქვს“, – განაცხადა მედელ აგილარმა.
აგილარმა აღნიშნა, რომ ჩინეთისგან განსხვავებით ფილიპინები ისეთს არაფერს აკეთებს, რაც გემებსა და მეზღვაურებს საფრთხეს უქმნის.
„ყველა დარღვევას ისინი სჩადიან“, – აღნიშნა აგილარმა.
ცნობისთვის, პეკინსა და მანილას შორის ურთიერთობები ბოლო თვეების განმავლობაში მკვეთრად გაუარესდა, მას შემდეგ, რაც ფილიპინებმა ჩინეთი მის გემებზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

ასევე დაგაინტერესებთ