ფილიპინების პრეზიდენტი, ფერდინანდ მარკოს უმცროსი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს 19 მარტს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ფილიპინების პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ფილიპინებსა და ჩინეთს შორის არსებული ტერიტორიული დავების საკითხს განიხილავს.
„ჩვენი საზღვაო ტერიტორიების დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, განსაკუთრებით ჩინეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ანექსიის უფრო აქტიური მცდელობების ფონზე“, – განაცხადა ფილიპინების პრეზიდენტმა, ფერდინანდ მარკოს უმცროსმა.
ასევე, იაპონური გაზეთის Asahi-ის ცნობით, იაპონია, აშშ და ფილიპინები მომავალ თვეში ერთობლივ სამიტს გამართავენ.