ფილიპინების თავდაცვის მდივანი – ჩინეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მშვიდობის ყველაზე დიდი დამრღვევია

ჩინეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მშვიდობის ყველაზე დიდი დამრღვევია, – ამის შესახებ ფილიპინების თავდაცვის მდივანმა, ჟილბერტო თეოდორომ განაცხადა.
„ჩინეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში საერთაშორისო მშვიდობის ყველაზე დიდი დამრღვევია. ანტიდოტი ჩინეთის წინააღმდეგ უფრო ძლიერი კოლექტიური მრავალმხრივი მოქმედებაა“, – განაცხადა ჟილბერტო თეოდორომ.
თეოდორომ აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნებმა ჩინეთს უკანონო ქმედებების შეწყვეტისკენ უნდა მოუწოდონ.
„სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციას, რათა აქტუალური და სანდო დარჩეს, არ შეუძლია იმის იგნორირება, რასაც ჩინეთი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში აკეთებს“, – აღნიშნა ფილიპინების თავდაცვის მდივანმა.
ცნობისთვის, ბოლო 12 თვის განმავლობაში, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ფილიპინებისა და ჩინეთის გემებს შორის დაპირისპირების შემთხვევებმა იმატა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)