ფილარმონიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.
მათ წინ გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით,- “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”.
ადგილზე აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ საქართველოს, უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის დროშები.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ,- “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”.
ამ ეტაპზე აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირის, საავტომობილო გზის ნახევარი აქვთ გადაკეტილი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.




