ფილადელფიაში მცირე ზომის სამედიცინო-საევაკუაციო თვითმფრინავი ჩამოვარდა – ბორტზე 6 ადამიანი იმყოფებოდა

აშშ-ის ქალაქ ფილადელფიაში მცირე ზომის სამედიცინო-საევაკუაციო თვითმფრინავი ჩამოვარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის ოთხი წევრი, პაციენტი ბავშვი და პაციენტის დედა.
მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ექვსივე ადამიანი მექსიკის მოქალაქეა.
მექსიკაში დაფუძნებული კომპანია Jet Rescue Air Ambulance-ის ინფორმაციით, პაციენტი ფილადელფიაში მკურნალობის შემდეგ მექსიკაში ბრუნდებოდა.
„ამ დროისთვის, გადარჩენილების შესახებ ინფორმაციას ვერ დავადასტურებთ“, – აცხადებს კომპანია.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“ – მე ვარ არა პატიმარი, არამედ ტყვე, გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს

გიორგი ბაჩიაშვილი – ბიძინა ივანიშვილს ჩემგან უნდოდა ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ იფიქრა: „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო – აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც