ფიზიკურ პირებში დეკლარირების კულტურა გაზრდილია – ლევან დგებუაძე

ფიზიკურ პირებში დეკლარირების კულტურა გაზრდილია. წლიდან წლამდე ჩვენ მინიმუმ 10%-იან ზრდა გვაქვს როგორც რაოდენობრივ, ისე თანხობრივ მონაცემებში, – ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევან დგებუაძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, განსაკუთრებით გაზრდილია თვითდეკლარირების მაჩვენებლები.
“დეკლარაციის წარდგენა ხდება სრულად ელექტრონულად. ვინც პირველად ავსებს მათ შეუძლიათ არ მივიდნენ შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში და ვიდეოზარის მეშვეობით დარეგისტრირდნენ, შემდგომში კი დეკლარაცია ელექტრონულად გადმოაგზავნონ. აღნიშნული პროცესი სრულად ავტომატიზებულია.
155 ათას ფიზიკურ პირს გავუგზავნეთ sms შეტყობინებები, რომ მათმა შემოსავალმა 40 ათას ლარს გადააჭარბა და არიან ქონების გადასახადის დეკლარანტები. შეტყობინებას ჩვენ ვუგზავნით მათ, ვისაც შემოსავალი ჰქონდათ იდენტიფიცირებული ჩვენს მიერ და 40 ათას ლარს გადააჭარბეს და ასევე, მათ ვისაც არ ჰქონდათ 40 ათას ლარზე მეტი შემოსავალი, თუმცა ჰქონდათ მიწის ნაკვეთები. ამ მიმართულებით 85 ათასი sms შეტყობინება იქნა გაგზავნილი. მაჩვენებელი გაზრდილია და წელსაც მინიმუმ 10%-იან ზრდას ველოდებით როგორც რაოდენობრივ, ისე თანხობრივ მონაცემებში”, – აცხადებს ლევან დგებუაძე.
bp.ge