„ფიზიკური 100-ით და იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება!“ – კანონი, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ

მანქანების გამონაბოლქვზე კონტროლი 4 სექტემბრიდან ქვეყნის ოთხ ქალაქში დაიწყო.
თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში სპეციალურად გამოყოფილი 10 ეკიპაჟი გადანაწილდება. ავტომობილებს გზაზე ხილული გამონაბოლქვის არსებობის შემთხვევაში გააჩერებენ და სპეციალური ხელსაწყოთი შეამოწმებენ.
მავნე ნივთიერებების გადაჭარბების შემთხვევაში ფიზიკურ პირს 100, იურიდიულ პირს კი 500 ლარით დააჯარიმებენ. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გასამმაგდება.
თუ ავტომობილის მფლობელი შემოწმების შედეგებს არ ეთანხმება, მას უფლება აქვს მოითხოვოს ავტომობილის უახლოეს ტექინსპექტირების ცენტრში გადაყვანა, სადაც ავტომობილს განმეორებითი ტექინსპექტირება მძღოლის ხარჯებით ჩაუტარდება.
კონტროლის გამკაცრების მიზეზი სპეციალისტების განმარტებით, დიდ ქალაქებში ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელია, რასაც ძირითადად ავტოტრანსპორტი იწვევს.
„სნეულთა საკურნებლად წაიღებთ ზეთს“ – უამრავი ადამიანი ელოდება ამ დღეს
კოდუების ოჯახური იდილია და ვოიაჟი ევროპაში – რა კადრებს აქვეყნებენ ერეკლე კოდუა და მისი უკრაინელი მეუღლე

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – მძიმე მოსასმენია, რომ „ოცნება“ „კოშმარად“ გადაიქცა, მაგრამ „ქართული ოცნება“ სრულად საპირისპიროა იმისგან, რა მომავალზეც იყო საუბარი სიტყვა “ოცნებაში” – „ქართული კოშმარის არაღიარების აქტის“ ეფექტი მძიმე იქნება