მოქალაქეების გადასახადებიდან ბიუჯეტში შესული შესული თანხა 903.156 მლნ ლარით გაიზარდა. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, ანგარიშიდან ხდება ცნობილი.
უფრო კონკრეტულად, წელს 11 თვეში ფიზიკური პირების გადასახადებიდან ბიუჯეტში 7 524 897 252 ლარი შევიდა, წინა წლის იგივე პერიოდში 6 621 740 740 ლარი.
ამასთან, წელს საანგარიშო პერიოდში ზოგადად გადასახადებიდან ხაზინა 23.034 მლრდ ლარით შეივსო, რაც გასული წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით 2.112 მლრდ ლარით მეტია. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2024 წლის 11 თვეში გადასახადებიდან ბიუჯეტში 20.921 მლრდ ლარი შევიდა.
ბიუჯეტის ანგარიში მიხედვით, წელს იანვარ-ნოემბერში ქონების გადასახადიდან ბიუჯეტში ჯამში 790.805 მლნ ლარი შევიდა (წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 11.892 მლნ ლარით მეტი); ფიზიკურ პირთა ქონებიდან (გარდა მიწისა) – 82.668 მლნ ლარი (წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 22.628 მლნ ლარით მეტი); სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადიდან – 28.329 მლნ ლარი (წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 2.307 მლნ ლარით მეტი).
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2024 წლის 11 თვეში ქონების გადასახადიდან ხაზინა 688.912 მლნ ლარით შეივსო, ფიზიკურ პირთა ქონებიდან (გარდა მიწისა) – 60.040 მლნ ლარით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადიდან – 26.022 მლნ ლარით.




