“ფიზიკური მომზადების გარეშე, პრემიერლიგაში ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ თამაში რთულია” – ამორიმმა ანტონის შესახებ ისაუბრა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა TNT Sports-თან ინტერვიუში “მანკუნიანელთაგან” “ბეტისში” განათხოვრებული შემტევის, ანტონის შეასხებ ისაუბრა.
პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, ანტონის მსგავსი ფეხბურთელებისთვის ლა ლიგა შესანიშნავი ჩემპიონატია.
“როდესაც პრემიერლიგაში თამაშობ, ფიზიკური მომზადება უმნიშვნელოვანესია. თუ ფორმაში არ ხარ, აქ ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ თამაში ურთულესია.
ანტონი ესპანეთში მშვენივრად გამოიყურება, ეს რამდენიმე მიზეზის გამო ხდება, მაგრამ ფიზ.მომზადება უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს”, – განაცხადა ამორიმმა.
შეგახსენებთ, ანტონიმ “ბეტისში” გამართულ 7 თამაშში თავი 3 გატანილი გოლითა და 2 შედეგიანი პასით გამოიჩინა. “ანდალუსიელებს” ბრაზილიელის გამოსყიდვის უფლება არ აქვთ,
შესაბამისად, შემტევი ზაფხულში “იუნაიტედში” დაბრუნდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში