ფიზიკური თერაპია რეაბილიტაციის ცენტრში

ფიზიკური თერაპია რეაბილიტაციის ცენტრში
ფიზიკური თერაპია ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს რეაბილიტაციის პროცესში.
დარგის ძირითადი ფოკუსია ფიზიკური მდგომარეობისა და შეზღუდული შესაძლებლობების შეფასება, დიაგნოსტიკაა და მკურნალობა. ძირითადი მდგომარეობები,რომლის დროსაც ფიზკური თერაპია გამოიყენება არის: წელის ტკივილი,კისრის ტკივილი,სახსრების ტკივილი (მაგ.ართრიტი), კუნთის დაჭიმულობა,ტენდინიტი,მოტეხილობა, პოსტ-ოპერაციული მდგილომარეობა, ოსტეოპოროზი,სპორტული ტრავმები და ა.შ.
ფიზიკური თერაპიის მეთოდები
ფიზიკური თერაპია მეთოდებისა მრავალ სახეობას მოიცავს,ძირითადია:
· ვარჯიში-გულისხმობს ინდივიდუალურ საჭიროებებსა და მიზნებზე მორგებული კონკრეტული სავარჯიშო პროგრამის შედგენას.ვარჯიშები ფოკუსირებულია მოქნილობის გაუმჯობესებაზე,ბალანსისა და კოორდინაციის
გაძლიერებაზე და სხვა.
· მანუალური თერაპია-შეიძლება მოიცავდეს მასაჟს,სახსრის მობილიზაციას,გაჭიმვას და.აშ.
· ელექტროთერაპია -გამოიყენება ტკივილის სამართავად,ანთების შესამცირებლად და ქსოვილების შეხორცების ხელშესაწყობად.
· ჰიდროთერაპია-გულისხმობს წყლის გამოყენებას თერაპიული მიზნებისთვის. მოიცავს აუზში ვარჯიშების შესრულებას,კონტრასტულ აბაზანებს(ცხელი და ცივი წყლის მონაცვლეობა) და სხვა ჰიდრო პროცედურებს,რომლებიც სასარგებლოა სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად,ტკივილის შესამცირებლად და მობილობის გასაუმჯობესებლად.
· სიცხისა და სიცივის თერაპია-ცხელი და ცივი საფენები გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, ანთების შესამცირებლად და სისხლის
მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.
· სუნთქვითი ვარჯიშები-უზრუნველყოფს სასუნთქი ფუნქციის გაუმჯობესებას და გამოიყენება ისეთი მდგომარეობების სამართავად, როგორიცაა ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაზიანება და სხვა.
· ბალანსის და პროპორციის სავარჯიშოები-სპეციფიკური ვარჯიშები ბალანსის,
კოორდინაციისა და სივრცითი აღქმის გასაუმჯობესებლად.
ფიზიკური თერაპიის ჩატარება უახლესი აპარატურით „ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრშია“ შესაძლებელი.ადგილზე დაგხვდებიან მაღალკვალიფიციური ექიმები და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტები,რომლებიც ევროპული და ამერიკული გაიდლაინებით ხელმძღვანელობენ.რეაბილიტაციის ცენტრი თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მდებარეობს.
ჩასაწერად დარეკეთ: 032 250 15 55