ფიზიკური დაპირისპირება რკინიგზის თანამშრომელსა და მგზავრს შორის | ზუგდიდი-თბილისის მატარებელი გაჩერებულია

ფიზიკური დაპირისპირება რკინიგზის თანამშრომელსა და მგზავრს შორის – მგზავრების ინფორმაციით, კონფლიქტი ნახევარ საათზე მეტია დაიწყო და ადგილზე ამ დროისთვის პოლიციაცაა მობილიზებული.
სწორედ 30 წუთზე მეტია ზუგდიდი-თბილისის მატარბელი გაჩერებულია. როგორც “მთავარი არხის” ვებგვერდს თვითმხილველები ატყობინებენ, მატარებელი ხარაგულთანაა გაჩერებული და არ იციან, როდის შეძლებენ მგზავრობის გაგრძელებას.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.