ფიზიკური დაპირისპირება მარნეულის ცენტრში – არასრულწლოვნის ცემაში საკრებულოს მაღალჩინოსნის შვილია მხილებული

საკრებულოს მაღალჩინოსნის, რიჩარდ გიგანის შვილმა მაღაზიის არასრულწლოვანი კონსულტანტი სცემა. ანგარიშსწორებაში მამუკა გიგანია მხილებული. ინფორმაციას ამის შესახებ “პირველები” ავრცელებს.
ადგილობრივები “პირველებს” უყვებიან, რომ დანით შეიარაღებულია აგრესიული მამაკაცი პურ-ფუნთუშეულის მაღაზიაში დასაქმებულ ახალგაზრდას იმის გამო დაუპირისპირდა, რომ მან ქართული ენა არ იცოდა.
მთელი ღამე მარნეულის ცენტრი ხალხით, პოლიციით და საკრებულოს თანამშრომლებით იყო გადავსებული. ადგილზე იმყოფებოდა ადგილობრივი პოლიციის უფროსიც, რომელსაც ადგილობრივების თქმით, არანაირი რეაქცია არ ჰქონია და ამ დრომდე არ გადაუყვანია განყოფილებაში საკრებულოს მაღალჩინოსნის შვილი.
უბრალო ხალხი ერთი სილის გამო ათი წელი ციხეში ზის ნახე ეს ხელში დანა იქით აქეთ დადი არავინ არაფერს ეუბნება. პოლიციის უფროს ხელი ჰკრა და არანაირი რეაქცია. ჩვენებს რომ გაეკეთეა ეგ წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა”, – ამბობს ადგილობრივი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ “პირველებს” ცოტა ხნის წინ განუცხადა, რომ დაზარალებული არასწულრლოვანია, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში იკითხებოდა განყოფილებაში. გელაძის უწყების ინფრომაციით,ს წორედ მისის ჩვენების საფუძველზე აღიძრა საქმე 126-ე მუხლით, თუმცა, როგორც “პირველებისთვის” არის ცნობილი, გიგანისთვის ხელბორკილები ჯერ არ დაუდიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს