“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტთან პიროტექნიკის სროლის შემდეგ დაკავებული მოქალაქის, საბა ბაღდავაძის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც მარიკა არევაძე წერს, ბაღდავაძე კოალიციის ადვოკატმა ციხეში მოინახულა.
საბას მონათხრობით:
· დაკავებისას ფიზიკურადაც იძალადეს, სიტყვიერადაც ძალიან აგინეს და ლანძღეს;
· დაემუქრნენ, რომ თუ კიდევ დაგინახავთ აქციაზე, მერე ნახე, რასაც გიზამთო;
· იზოლატორში კარგად მექცევა ყველა და პირიქით, ზრუნავენ და კომუნიკაციაც ძალიან კარგი მაქვსო.
ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, მიმართვა გავაკეთეთ სახალხო დამცველის აპარატთან და საქმესაც გავუწევთ კურირებას. ცუდია, რომ ეს ამბავი ასე გვიან გავიგეთ!”, – წერს არევაძე სოციალურ ქსელში.
