ფიზიკის აუდიოკონსპექტები უკვე ხელმისაწვდომია – საქართველოს ბანკის და ხანის აკადემიის კამპანია „გამოცდები 2025“ გრძელდება

 ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ხანის აკადემიასთან თანამშრომლობით, კამპანიას „გამოცდები 2025“ ახორციელებს.

ინიციატივის ფარგლებში ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, მოუსმინონ სპეციალურად მათთვის მომზადებულ მოკლე აუდიოკონსპექტებს, რომლებიც სხვადასხვა საგამოცდო საგანში ძირითადი თემების განმტკიცებაში დაეხმარებათ.

ახლახან აუდიოკონსპექტებს ფიზიკაც დაემატა.

მასალებზე წვდომა მარტივია: აბიტურიენტებს აქვთ შესაძლებლობა აუდიოლექციებს პირდაპირ SoundCloud-ზემოუსმინონ, ან დაასკანერონ ქალაქის მასშტაბით მეტროს ბაქნებსა და ავტობუსის გაჩერებებზე განთავსებული QR კოდები.

წარმატებებს გისურვებთ გამოცდებზე და გახსოვდეთ, განათლების გზაზე არ გაჩერდეთ

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა