ფიგურულ ციგურაობაში „თრიალეთის თასი“ საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დასრულდა

ფიგურულ ციგურაობაში ჩელენჯერის სერიის „თრიალეთის თასი“ დასრულდა. ჩვენმა გუნდმა საერთაშორისო ტურნირის დასკვნით დღეს ორი მედალი მოიპოვა, ჯამში კი ოთხივე დისციპლინაში გაიმარჯვა.
ევროპის ჩემპიონატების ოქროს და ორი ვერცხლის მედლის მფლობელი ანასტასია გუბანოვა ორივე პროგრამის შედეგად დაგროვილი 203.69 ქულით კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე ავიდა.
საუკეთესო შედეგები ჰქონდათ ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას. ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსნებმა მოკლე პროგრამა (77.13) პირველ საფეხურზე დაასრულეს, დასკვნით დღეს თავისუფალი სრიალიც (148.07) მოიგეს და შედეგად, ორივე პროგრამის ჯამში (225.20 ) „თრიალეთის თასის“ გამარჯვებულები გახდნენ.
„თრიალეთის თასზე“ ასევე პირველი ადგილი დაიკავა ვაჟთა ერთეულებში ნიკა ეგაძემ, სპორტულ ცეკვებში კი საუკეთესო იყო დიანა დევისის და გლებ სმოლკინის წყვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო