ოქტომბერი დახუნძლულია ფიბა-ს მიერ ორგანიზებული ტურნირების მატჩებით და შესაბამისად, ქართველი მსაჯ-კომისრებიც აქტიურად არიან მათში ჩართულნი: კომისარი მერაბ რატიშვილი და არბიტრები – მიხეილ ვართანოვი და კირილე თვაური.
აღნიშნულთაგან ორს საბერძნეთში დაგეგმილ მატჩებზე მოუწევთ მუშაობა, ხოლო ერთი, მიხეილ ვართანოვი თურქეთში, ქალთა ევროლიგის მატჩს მოემსახურება. უკვე ხვალ, 8 ოქტომბერს იმუშავებს მერაბ რატიშვილი, რომელიც ქალთა ევროლიგის იმ შეხვედრის კომისარი იქნება, რომელშიც ოლიმპიაკოსი ესპანურ ვალენსიას უმასპინძლებს.
მეორე დღეს რატიშვილი უკვე ათინაიკოსისა და ფრანგული შარნეს მატჩს მოემსახურება. კირილე თვაური საბერძნეთის ქალაქ სალონიკში 15 ოქტომბერს იმსაჯებს: პაოკი კოსოვოს ტრეპჩას უმასპინძლებს. დაბოლოს, თურქეთში დაიშნულ მატჩზე: 16 ოქტომბერს მერსინი ამავე სახელწოდების ქალაქში ფრანგულ ბასკეტ ლანდეს უმასპინძლებს და ამ შეხვედრის 3 არბიტრიდან ერთი ვართანოვი იქნება.
კირილე თვაური (მსაჯი)15 ოქტომბერი. ფიბა ევროპის თასი. სალონიკი (საბერძნეთი)პაოკ (საბერძნეთი) – ტრეპჩა (კოსოვო) მიხეილ ვართანოვი (მსაჯი)16 ოქტომბერი. ქალთა ევროლიგა. მერსინი (თურქეთი)მერსინი (თურქეთი) – ბასკეტ ლანდე (მონ დე მარშანი, საფრანგეთი) მერაბ რატიშვილი (კომისარი)8 ოქტომბერი. ქალთა ევროლიგა. პირეოსი (საბერძნეთი)ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი) – ვალენსია (ესპანეთი) 9 ოქტომბერი. ქალთა ევროპის თასი. ათენი (საბერძნეთი)ათინაიკოსი (საბერძნეთი) – შარნე (შარნე ლე მეკო, საფრანგეთი).
GBF
დუდუ დადიანის მემორიალი 26 სექტემბერს, ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება
“ქუთაისი” დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს
“ქუთაისი” ჩემპიონთა ლიგაზე, თვაური – ფიბა ევროპის თასზე
