შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ცოლზე ძალადობაში ამხილეს. გამოძიების მოპოვებული ინფორმაცია ავთანდილ ბ.-ს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გააცნეს.
გამოძიების ინფორმაციით, რომ 2023 და 2024 წლებში, ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, თავის მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა და მას სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით ემუქრებოდა. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა მიმდინარე წლის 2 თებერვალს მოხდა – კაცმა თერჯოლის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, სადაც მათი საცხოვრებელი სახლი იყო, ბავშვის თანდასწრებით ცოლს სახეში ფეხსაცმელი ესროლა.
“2024 წლის თებერვალში, ბრალდებული მეუღლეს სოციალურ ქსელ „Facebook”-ით კომუნიკაციისას, სახლის დაწვით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა”, – წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.
კაცის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ორი მუხლით:
· 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ცოლზე ძალადობა ისჯება ერთიდან სამ წლამდე ვადით;
· 11 პრიმა 151 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – ოჯახის წევრის მიმართ მუქარა ისჯება სამ წლამდე ვადით.
ამ ეტაპზე კაცს პატიმრობა შეფარდებული არ აქვს – არც ის არის ცნობილი, მას გამოუწერეს თუ არა შემაკავებელი ორდერი. რადიო თავისუფლება ამ დეტალის დაზუსტებას ცდილობს საგამოძიებო უწყებებთან.