“ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ” – ბლატერი ფიფას აკრიტიკებს

ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა და ის კურსი, რომელიც ორგანიზაციას ბოლო წლებში აქვს არჩეული, გააკრიტიკა.
„ჩვენ ფეხბურთი საუდის არაბეთს დავუთმეთ. მათ უბრალოდ შესთავაზეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი იქ ჩატარებულიყო და ესენიც დათანხმდნენ. გასაკვირია, რომ ფიფასგან არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა.
ძალიან ბევრი ფეხბურთია. იგივე ფეხბურთელები და კლუბები გამუდმებით იტანჯებიან, რათა საკმარისად დასვენების საშუალება არ აქვთ. იმ ექსტრემალურ სიცხეში თამაში კი, რომელიც მთელი საკლუბო მსოფლიო თასის განმავლობაში ფიქსირდებოდა, ყოვლად მიუღებელი და ჯანმრთელობისთვის საზიანოა.“ – ბლატერის ნათქვამს Athletic ამოწმებს.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარიელი იოზეფ „ზეპ“ ბლატერი ფიფას პრეზიდენტის თანამდებობას 1998 წლიდან 2015 წლამდე იკავებდა. ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი კი 14 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით იმართებოდა. ტურნირის ფინალში ლონდონის „ჩელსიმ“ პსჟ 3-0 ანგარიშით დაამარცხა და ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონი მეორედ გახდა.
“წელს დემბელეს, გაისად კი – იამალს” – ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
ვაის გავეყარე და უის შევეყარეო – ჯანი ინფანტინოც იმავეს გაჰყვირის: “დიდება რუსეთს”
გაიგებთ რა ხდება გუნდების გასახდელში – ფიფას 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ახალი იდეა აქვს
84 წლის ბლატერმა კორონავირუსი გადაიტანა
“ეს ყველაფერი როგორ გავიგო?” – გვარდიოლა აღშფოთებულია
მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბლატერი საავადმყოფოში გადაიყვანეს
85 წლის ბლატერი ფეხბურთს თითქმის 7 წლით ჩამოაშორეს
იოზეფ ბლატერი ყატარის მუნდიალზე: ნიკოლა სარკოზიმ მიშელ პლატინიზე ზეწოლა მოახდინა
ბლატერი და პლატინი თაღლითობაში არიან ბრალდებული
გარიცხეთ და მოკვეთეთ ირანი – უკრაინელები უეფასა და ფიფას მიმართავენ
კიდევ უფრო მკაცრი წესები რასიზმის წინააღმდეგ – ინფანტინოს ინიციატივა
საჩივარი არ დაკმაყოფილდა – რუსები საერთაშორისო ტურნირებიდან კვლავ მოკვეთილები იქნებიან
რუსების საჩივარი – 5 ივლისს ლოზანის სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო სანქციებს განიხილავს