ფეხბურთის ფედერაციაში ადასტურებენ, რომ 21 მარტს მატჩს ილია თოფურია დაესწრება

ილია თოფურია 21 მარტს დინამო არენაზე, ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოსა და ლუქსემბურგის ეროვნულ ნაკრებებს შორის საფეხბურთო მატჩს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას ფეხბურთის ფედერაციაში დაუდასტურეს.
“ილია თოფურია მატჩს დაესწრება. რაც შეეხება თამაშამდე საჩემპიონო ქამრის გამოტანას, ამაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება”. – უთხრეს ტაბულას ფედერაციაში.
იქამდე, ილია თოფურიამ Facebook-ის პოსტის კომენტარებში ერთ-ერთ გულშემატკივარს თავად უპასუხა, რომ 21 მარტს თამაშს დაესწრება.
21 მარტს საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებებს შორის მატჩი დინამო არენაზე 21:00 საათზე დაიწყება.
ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის კატეგორიის ჩემპიონი გახდა. მებრძოლმა ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა.