,,ფეხბურთის ფედერაციამ გაგვცეს პასუხი – შუაში რომ ბიძინას ბიჭი დგას რა უნდოდა უპრინციპულესი მატჩის წინ“ – ალეკო ელისაშვილი

,,მოქალაქეების” თავმჯდომარე, ცოტნე ივანიშვილის კვარაცხელიასთან და მამარდაშვილთან გადაღებულ ფოტოს ასე ეხმაურება:
,,ფეხბურთის ფედერაციამ გაგვცეს პასუხი – შუაში რომ ბიძინას ბიჭი დგას რა უნდოდა უპრინციპულესი მატჩის წინ, ან საერთოდაც შეკრებაზე მყოფი ნაკრების მოთამაშეებთან ვიღაც უცხო პირს რა ესაქმება? ნებისმიერს შეუძლია ასე მიადგეს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს, გამოიყვანოს და ფოტოები გადაიღოს თუ ეს რახან ქოცების იმპერატორის უფლისწულია ამიტომ მოსულა? რამზან კადიროვის ამაზრზენ გზას ადგახართ აშკარად. ახსენით ეს ამბავი ფედერაციის ხელმძღვანელობამ!“