კრიშტიანო რონალდო გახდა ფეხბურთის ისტორიაში პირველი მოთამაშე, რომლის ქონებამაც მილიარდიანი ზღვარი ოფიციალურად გადალახა. Bloomberg-ის მონაცემებით, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ივნისში “ალ-ნასრთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ჯამური შემოსავალიც 400 მილიონ დოლარს აჭარბებს — ეს კი მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ სპორტსმენად აქცევს. Bloomberg Billionaires Index-მა პირველად შეაფასა რონალდოს ფინანსური მდგომარეობა და დაადგინა, რომ მისი საერთო ქონება 1.4 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ მაჩვენებლით, რონალდო გახდა ფეხბურთის პირველი მილიარდელი, რომელმაც სპორტული და კომერციული შემოსავლების გაერთიანებით ეს სტატუსი მოიპოვა.
2002 წლიდან დღემდე, რონალდომ მოიპოვა 550 მილიონ დოლარზე მეტი სპორტული შემოსავალი. მის კარიერაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მრავალმილიონიან სპონსორულ კონტრაქტებსაც: ფეხბურთელს გაფორმებული აქვს ათწლიანი ხელშეკრულება Nike-თან, რომლის წლიური ანაზღაურება 18 მილიონ დოლარს აღწევს. გარდა ამისა, ის თანამშრომლობდა ისეთ გლობალურ ბრენდებთან, როგორებიცაა Armani, Castrol და სხვა, რაც მის მთლიანი კაპიტალს დამატებით 175 მილიონ დოლარს მატებს.
რონალდოს საუდის არაბეთში გადასვლა 2023 წელს მის ფინანსურ ბუმად იქცა — “ალ-ნასრი” მას წელიწადში დაახლოებით 200 მილიონ დოლარს უხდის, გადასახადებისგან გათავისუფლებულია, ხელფასითა და ბონუსების ჩათვლით. ამასთანავე, პორტუგალიელმა მიიღო 30 მილიონ დოლარიანი ხელმოწერის ბონუსი და დამატებითი პრივილეგიები კლუბისგან.
შედარებისთვის, Bloomberg Wealth Index-ის თანახმად, ლიონელ მესის კარიერული შემოსავალი გადასახადებამდე 600 მილიონ დოლარს აჭარბებს. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელმა 2023 წლიდან მიიღო 20 მილიონი დოლარი წლიური გარანტირებული ხელფასი, მისი შემოსავალი ბოლო ორ სეზონში მხოლოდ რონალდოს ანაზღაურების დაახლოებით მეათედს შეადგენს.
“ეს ჩემი ოცნებაა… განსაკუთრებული სწორედ ამ ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში იქნება, რადგან…” – მექვაბიშვილი ესპანეთთან მატჩამდე Marca-ს ესაუბრა
მთავარი კანდიდატი ჯერარდია – ლეგენდარული ინგლისელი შესაძლოა, “რეინჯერსში” დაბრუნდეს
