დღეს, 26 მარტს, დედაქალაქში გასამართი საფეხბურთო მატჩის გულშემატკივრებისთვის იზრდება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილის მუშაობის ხანგრძლივობა. მეტროც და ავტობუსის 20-ზე მეტი ხაზი მუშაობას დაასრულებს 27 მარტს, 02:00 საათზე.
გადაწყვეტილება თბილისის მერიამ მიიღო. სამუშაო საათები გაეზრდებათ ფონიჭალის, გლდანის, მუხიანის, თემქის, დიღმის მასივის, დიდი დიღმის, აეროპორტის, კრწანისის, მთაწმინდის, ავლაბრის, საბურთალოსა და ვაკისკენ მიმავალ ავტობუსებს.
მეტროსთან ერთად ღამის 02:00 საათამდე იმუშავებენ:
· N301 – პოლიტკოვსკაია – ბარბარეს უბანი;
· N306 – ბელიაშვილი (დიღომი) – ორბელიანის მოედანი;
· N308 – გლდანი – ორბელიანის მოედანი;
· N310 – მაღლივი კორპუსი – ორბელიანის მოედანი;
· N311 – დიდი დიღომი – მაღლივი კორპუსი;
· N314 – დიდი დიღომი – ორბელიანის მოედანი;
· N315 – დიდი დიღომი – სადგურის მოედანი;
· N320 – დიღმის მასივი – ორბელიანის მოედანი;
· N326 – პოლიტკოვსკაია – ორბელიანის მოედანი;
· N327 – ვაშლიჯვარი – სადგურის მოედანი;
· N331 – კრწანისი – სადგურის მოედანი;
· N337 – სადგურის მოედანი – აეროპორტი;
· N342 – იყალთოს გორა (საბურთალო) – ორბელიანის მოედანი;
· N345 – ქვემო ფონიჭალა – ვაკე;
· N352 – დოლიძე (საბურთალო) – ორბელიანის მოედანი;
· N358 – ენდელაძე (ვაკე) – ორბელიანის მოედანი;
· N359 – ზაარბრიუკენის მოედანი – ორბელიანის მოედანი;
· N364 – მთაწმინდის პარკი – მეტროსადგური რუსთაველი;
· N378 – ჯაფარიძის ქუჩა (ვერა) – სადგურის მოედანი;
· N381 – ზაჰესი – სადგურის მოედანი;
· N384 – პატარა დიღომი – სადგურის მოედანი;
· N386 – მუხიანი – სადგურის მოედანი;
· N388 – ნუცუბიძე (საბურთალო) – ორბელიანის მოედანი;
· N391 – გოთუას ქუჩა (საბურთალო) – ავლაბარი;
· N397 – ვაკე-ვერა-თავისუფლების მოედანი-საბურთალო (წრიული).
ჩამონათვალში არ მოხვდა არცერთი ის ხაზი, რომელიც ვარკეთილის ან ვაზისუბნის დასახლებაში მიიყვანს მგზავრებს.
„მუშაობის დრო გაუხანგრძლივდა იმ ავტობუსებს, რომლებიც გადაადგილდებიან რუსთაველის გამზირსა და „დინამო არენაზე“, სადაც დღეს ფეხბურთის გულშემატკივრები იკრიბებიან“, – უთხრეს რადიო თავისუფლებას თბილისის მერიაში.
დღეს, 21:00 საათზე, „დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალურ მატჩს გამართავს. თბილისის მერიის ორგანიზებით გულშემატკივრებს მატჩის ყურება რესპუბლიკის მოედანზეც შეეძლებათ.